„ბასიანის“ დაცვა რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო“ – თამაზ ქვლივიძის დაკავების კადრები (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=vWjGhu8Ktrc

655
SHARE

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, თამაზ ქვლივიძე დღევანდელ პროცესს ესწრებოდა და მისი დაკავება დარბაზშივე მოხდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის სარჩელი განიხილა.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებულ ქვლივიძეს რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ კი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაიჭრა.

 

FB კომენტარები

კომენტარი