ბარმენმა კლიენტი სასმელით მოკლა

53
SHARE

საფრანგეთის ქალაქ კლერმონ ფერანის ბარის თანამშრომელი დამნაშავედ ცნეს 56 წლის კლიენტის მკვლელობაში, რომელიც ალკოჰოლის შედეგად გარდაიცვალა. 47 წლის ჟილ კრეპენმა მომხმარებელს 56 ჭიქა ძლიერი სასმელი დაუსხა. ეს დოზა კლიენტისთვის სასიკვდილო გამოდგა. ტრაგიკული ინციდენტი 2014 წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა სასამართლო განხილვა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 56 წლის რენო პრიოდიმი მეგობრებისა და ქალიშვილის თანხლებით მივიდა ბარში და გადაწყვიტა, ალკოჰოლის სმის რეკორდი მოეხსნა. ჯამში, მამაკაცმა 56 ჭიქა ძლიერი ალკოჰოლური სასმელი დალია. ბარმენი შეუკამათებლად უსხამდა კლიენტს, სანამ ამ უკანასკნელმა

არ უთხრა, რომ ეყოფოდა.

მთვრალი მამაკაცი სახლში მეგობრების დახმარებით მივიდა, ღამით კი ცუდად გახდა. მამაკაცის შვილმა სასწრაფო გამოიძახა, რომელმაც პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანა. დილით ის გარდაიცვალა. გარდაცვლილის ქალიშვილმა ბარმენს უჩივლა იმის საფუძველზე, რომ ის ითვლიდა ჭიქების რაოდენობას და შესაბამისად, იცოდა, რა რაოდენობის ალკოჰოლს აწვდიდა. გოგონას თქმით, ბარმენს უნდა შეეჩერებინა მამამისი.

სასამართლომ ბარმენი დამნაშავედ ცნო და 4 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ერთი წლის განმავლობაში მას ეკრძალება ისეთ დაწესებულებებში მუშაობა, სადაც ალკოჰოლი იყიდება.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი