ბარაკ ობამას შეფმზარეულმა თეთრი სახლი დატოვა

53
SHARE

 

   აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეფმზარეულმა, ქვეყნის ლიდერის ოჯახის ახლო მეგობარმა სემ კესმა თეთრი სახლის თანამშრომელთა შტატი დატოვა. ამის შესახებ უცხოური პრესა იუწყება. კესი თეთრ სახლში დაახლოებით 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. კესი მზარეულის გარდა ასევე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფროსის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა და მონაწილეობდა აშშ-ს დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით რეკომენდაციების დამუშავების პროცესში.
სემ კესის თანამდებობის დატოვების ამბავი არ იყო მოულოდნელი. თეთრმა სახლმა ამის შესახებ თვის დასაწყისში განაცხადა. კესის გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობითაა განპირობებული. ზაფხულში ის დაქორწინდა და ახლა ნიუ-იორკში, მეუღლესთან, ტელეწამყვან ალექს უეგნერთან გადადის საცხოვრებლად.

10884819_891649987541907_1885611335_n 10863660_891649990875240_2085371851_n

FB კომენტარები

კომენტარი