ბარაკ და მიშელ ობამები სატელევიზიო შოუს წაიყვანენ

54
SHARE

ბრიტანული გამოცემა “Telegraph”-ის ინფორმაციით, მიშელ და ბარაკ ობამები, უახლოეს მომავალში, სატელევიზიო გადაცემის წამყვანებად მოგვევლინებიან. როგორც ცნობილია, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, კომპანია `Netflix`-თან, გადაცემის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემის მთავარი თემები, შესაძლოა, ის პრობლემები იყოს, რომლებსაც ობამა პრეზიდენტობის პერიოდში ყურადღებას უთმობდა, როგორიცაა: სოციალური პრობლემები, ემიგრაცია, კლიმატის ცვლილებები, ხმის უფლება და სხვა. რაც შეეხება მიშელ ობამას, მან შესაძლოა, გადაცემაში ჯანსაღ კვებაზე ისაუბროს.
“ვფიქრობ, მიშელ და ბარაკ ობამებს, ყოველთვის ჰქონდათ ძალა, ამბავი ისე გადმოეცათ, რომ ადამიანებისთვის სტიმული მიეცათ”, – განაცხადა ობამას მთავარმა მრჩეველმა ერიკ შულცმა.

Comments

comments