ბანკმა კლიენტს შეცდომით 6 მილიარდი დოლარი გადაურიცხა

51
SHARE

Deutsche Bank-ის სავალუტო განყოფილებამ, ამერიკელ კლიენტს შეცდომით 6 მილიარდი დოლარი გადაუგზავნა.

ინფორმაციას ამის შესახებ FINANCIAL TIMES ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეცდომა ბანკის უმცროს თანამშრომელს ივნისში მოუვიდა, რა დროსაც მისი უფროსი შვებულებაში იმყოფებოდა. “დოიჩე ბანკი” მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. მას შემდეგ რაც გამოცემამ ბანკის შეცდომაზე ინფორმაცია გაავრცელა, Deutsche Bank-ის აქციები საგრძნობლად დაეცა. ბლუმბერგის ანალიტიკოსების ცნობით, ბანკმა შესაძლოა დაკარგოს სამუშაო განყოფილების თითქმის 25 პროცენტი, აქტივების შემცირებისა და გაყიდვის გამო, მათ შორის Postbank-ის ფილიალი გერმანიაში, რომელიც სამომხმარებლო კრედიტებს უზრუნველყოფს.

ბანკის ფინანსურ მონაცემებში ეჭვი ნიუ-იორკის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა ჯერ კიდევ 2013 წელს შეიტანა. მას შემდეგ “დოიჩე ბანკმა” კონტროლის სისტემის გაუმჯობესებისთვის დამატებით 1000 თანამშრომელი დაიქირავა.

Comments

comments