ბაია პატარაია: საკრებულოები ფეკალიებითაა სავსე… დატუტრუცანობენ კაცები

29
SHARE

უფლებადამცველი ბაია პატარაია ინგა გრიგოლიას მისამართით რუსთავის საკრებულოს წევრების მიერ უცენზუროდ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ საკრებულოები ფეკალიებითაა სავსე, რადგან იქ მხოლოდ კაცები “დატრუცუნობენ”, ქალები კი ცოტანი არიან.

“ორი დღის წინ ვწერდი, საკრებულოები ფეკალიებითაა სავსე-თქო და, აი, კიდევ ერთი. პარტიიდან გააგდესო. ძალიან კარგი. მე მჯერა, რომ საკრებულოებში ამდენს იმიტომ დატუტრუცანობენ კაცები, რომ ქალი ძაან ცოტაა და ისიც ვიცი, რომ კვოტის გარეშე ბევრ რაიონში ქალს ფეხს არ შეადგმევინებენ საკრებულოში ასეთი კაცები”, – წერს უფლებადამცველი.

ცნობისთვის, “ქალთა მოძრაობამ” ინგა გრიგოლიას სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარი დაგმო.
“სოლიდარობა ინგას. პოლიტიკოსმა კაცებმა დროა პასუხიმგებლობა აიღონ საკუთარ სექსისტურ გამოხტომებზე, პარტიებმაც ასევე, თორემ ოცნების ბოდიშები ისედაც ყელშია უკვე. კაპიკია მაგათი ბოდიშის ფასი!”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაციის აღწერაში ბაია პატარაია.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის შემდეგ, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უცენზუროდ, ამჯერად, ხაშურის საკრებულოს წევრმა, ალექსანდრე სიმონიშვილმა მოიხსენია. “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა “ტვ4-ის” მიერ გაზიარებულ პოსტზე სოციალურ ქსელში დაწერა – ,,ინგა გრილოგია არის ძ….ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ!!!”
​ინგა გრიგოლიას უცენზუროდ მოხსენიების მიზეზი გადაცემა “რეაქციაში” მიწვეულ შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ინტერვიუ გახდა.

ამ ფაქტის შემდეგ, ალექსანდრე სიმონიშვილი პარტიიდან გააგდეს.

პირველად ინგა გრიგოლია უცენზუროდ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა ​მოიხსენია – “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“, – დაწერა სოცქსელში თავმჯდომარემ. მოგვიანებით, ონიანმა მსგავსი განცხადებისთვის საჯაროდ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ, მიუხედავად იმისა, “ფეისბუქპოსტი” უბრალო, მეგობრული ხუმრობა იყო, მაინც საჭიროდ მიიჩნევს, ბოდიში თავისი გუნდისა და საზოგადოების წინაშე მოიხადოს.

FB კომენტარები

კომენტარი