ბათუმში ქეთა თოფურიასა და A’Studio-ს კონცერტი შესაძლოა, გაუქმდეს

52
SHARE

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A’Studio-ს კონცერტი, რომელიც ბათუმში 27 ივლისისთვის არის დაგეგმილი, შესაძლოა, გაუქმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, კლუბ UP2U-ს მფლობელის, ირაკლი ფირანიშვილი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბათუმში აღნიშნული კონცერტის ჩატარებას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება.

A-Studio ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებზე ხშირად მღერის. ჯგუფის სოლისტი, ქეთა თოფურია 2018 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.

კლუბის მფლობელი ამბობს, რომ მათთან მუქარის წერილები არ მისულა, თუმცა, ზოგადად, საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია აქვთ.

FB კომენტარები

კომენტარი