ბათუმში არასრულწლოვნებმა იქორწინეს (ფოტო)

262
SHARE

არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტი გუშინ აჭარაში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციის თანახმად, სიძე 17 წლის არის, დედოფლის ასაკი კი ჯერ არ ხმაურდება.
გოგოს ასაკი ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია. როგორც ირკვევა, წყვილი, ამჟამად, საქორწინო მოგზაურობაში საზღვარგარეთ იმყოფება. მათი ოჯახის წევრების განმარტებით, არასრულწლოვანმა წყვილმა საზღვარი მშობლების ნებართვით გადაკვეთა.
როგორც “კვირა+-ს” შს სამინისტროდან აცნობეს, უწყებამ ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებს.
ცნობისთვის, 2017 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე მიუღწეველი პირები ვეღარც სასამართლოს ნებართვით დაქორწინდებიან. ამასთან, სსკ-ს მიხედვით, სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი თექვსმეტ წლამდე ასაკის პირთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.
წყარო: ტვ25

FB კომენტარები

კომენტარი