“ბაზუკა” – რა არის იარაღი, რომელიც ალავოდის მტკიცებით, მათ ბელიაშვილზე დაუმიზნეს (ვიდეო)

1043
SHARE

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები, ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ, სამუელ ალავოდიმ გადაცემა “არჩევანში” გაიხსენა. როგორც ის ამბობს, აღნიშნულ სტადიონზე ხშირად უწევდა თამაში მეგობრებთან ერთად. იმ დღესაც, თამაშის დაწყებისას, რამდენიმე ბავშვი სტადიონის მეორე მხარს თამაშობდა კალათბურთს, რაზეც მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სთხოვეს, რომ სტადიონის სხვა ზოლში გადასულიყვნენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირებაც. ის ასევე იხსენებს, რომ შენობის ზედა ნაწილში იდგა ადამიანი, რომელსაც “ბაზუკას” მსგავსი რაღაც ეჭირა ხელში, რომელიც მათკენ იყო მიმართული.

სოციალურ ქსელში კი აღნიშნულ სიტყვას, “ბაზუკა” ინტერნეტ-მომხმარებლების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა და ზოგიერთი მათგანისთვის ეს სასაცილოც კი აღმოჩნდა.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში “ბაზუკა” ხელის ყუმბარმტყორცნს ნიშნავს. ის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხია, რომელსაც ერთი კაცი მართავს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი, საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს, ამხანაგური საფეხბურთო მატჩის ჩატარება შესთავაზა, რომელიც 14 აპრილს, 18:00 საათზე ამავე სტადიონზე ჩატარდება.

Comments

comments