„ბავშვმა გააღო კარი და გვითხრა – გადახტაო“ – ბარნოვზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

304
SHARE

ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა – გადახტაო, – ასე იხსენებს ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ საზარელ მკვლელობას ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.
„ბავშვების ტირილი გავიგონე. კარი რომ არავინ გამიღო, სალონში ჩავედი და ვთხოვე, გამომყოლოდნენ. ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა – გადახტაო. ვიფიქრეთ, რომ თაკო გადახტა. ეზოში რომ ვერავინ ვნახე, ამოვბრუნდი და მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ გოგონა იყო გარდაცვლილი”, – აცხადებს მეზობელი.
გარდაცვლილის ახლობელი აცხადებს, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვეფხია ბაქრაძე ცოლს ხშირად სცემდა.
„ქმარი ხშირად სცემდა. განსაკუთრებით, ბოლო დროს გამწვავდა მათ შორის ურთიერთობა. ვეფხია ერთი წელია, რაც ციხიდან გამოვიდა. ის მაშინაც ნათია გობაძეზე ძალადობისთვის გაასამართლეს და ორი წელი იჯდა. ციხიდან გამოსულმა ბათუმში ჩააკითხა ნათიას, რომელიც რესტორანში მზარეულად მუშაობდა და მისთვის ყვავილები მიუტანია, სთხოვდა, ზღვაზე გავისეირნოთო. ქალი რომ არ გაჰყვა, თავი ქვით გაუტეხა, – აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
13 აპრილს თბილისის ცენტრში შემზარავი მკვლელობა მოხდა – 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს, ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბავშვების განწირული კივილი მეზობლებმა გაიგონეს და პატრული გამოიძახეს. მისულებს ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

Comments

comments