ბავშვი, რომელიც დედასთან მართავს ისტერიკას, აბსოლუტურად ჯანმრთელია

521
SHARE

ბევრი მშობელი ჩივის, რომ მათი შვილები ხშირად ისტერიკას მართავენ და ურჩობენ, ხოლო სხვა ადამიანებთან მშვიდად და გაწონასწორებულად იქცევიან. მშობლებს უჩნდებათ განცდა, რომ ეს მათი ლოიალური დამოკიდებულების ბრალია. ფსიქოლოგებმა ახსნეს, რაშია ბავშვის ასეთი უცნაური ქცევის საიდუმლო.

პირველი მიზეზი: მშობლებისადმი ნდობა

მშობლები ხშირად ბავშვის საქციელს საკუთარ თავს აბრალებენ. სინამდვილეში კი, ბავშვი მართავს ისტერიკას მაშინაც, როცა მას ანებივრებენ და მაშინაც, როცა მკაცრად ექცევიან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბავშვი ყველაზე ცუდად იქცევა იმ ადამიანთან, ვინც ყველაზე მეტად უყვარს. ანუ მასთან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა. ამიტომაც ისტერიკა დედის თანდასწრებით აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. თუ ბავშვს არ ეშინია დედასთან საკუთარი ემოციების გამოვლენა, ეს ძალიან კარგია. მეტიც, დედამ უნდა ინერვიულოს სწორედ მაშინ, როცა ბავშვი მასთან დამჯერი და მშვიდია, ისტერიკას კი სხვების თანდასწრებით ავლენს, ეს იქნება ძიძა ბებია თუ სხვა. ეს ნიშნავს, რომ პატარას ეშინია ან საერთოდ არ იცნობს საკუთარ მშობელს, მასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის პრობლემა აქვს.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მსგავსი სახის პრობლემებს ხშირად ვხვდებით ევროპაში, სადაც მშობლები ზედმეტად არიან დატვირთული სამსახურით და ბავშვებთან ურთიერთობის დრო არ რჩებათ. გახსოვდეთ, როცა ბავშვი ენდობა მშობლებს, ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

მეორე მიზეზი: ქცევითი დარღვევები

ბავშვი 6 წლამდე არის ქამელეონი, რომელიც ირეკლავს უფროსების საქციელს. განვიხილოთ მაგალითი, როცა ბავშვი მთელ დღეს ბებიასთან დან ძიძასთან ატარებს. ამ დროის მანძილზე ის მთლიანად გადაეწყობა ამ ადამიანის ხასიათსა და ემოციურ განწყობაზე. როცა საღამოს დედა ბრუნდება სახლში, პატარას ქვეცნობიერად უწევს გადაწყობა სხვა ადამიანის ხასიათზე. ქცევითი დარღვევებიც სწორედ ამ დროს იჩენს თავს, რადგან ბავშვს კოორდინირება უჭირს. ამიტომაც ჩნდება დროებითი ქცევითი აშლილობები, მათ შორის ისტერიკაც.

როგორ შევცვალოთ ბავშვის ქცევა?

პირველ რიგში, შეეშვით დამნაშავის ძიებას. გახსოვდეთ, რომ ისტერიკა ბავშვის განვითარების ერთგვარი ეტაპია, რომელიც აუცილებლად გადაილახება. ის, რომ ბავშვი უფრო მეტად ემოციურია და ამას გამოხატავს უახლოესი ადამიანების თანდასწრებით, ეს ნორმალურია. ბავშვის ისტერიკა ისე იმართება, როგორც ზღვის ტალღა, საჭიროა დაელოდოთ სანამ პირველი ტალღა გადაივლის და ემოციები ჩაქრება. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახში გარკვეული წესების დამყარებაც. გახსოვდეთ, რომ ოჯახის ყველა წევრთან ბავშვს აქვს ინდივიდუალური მიდგომა და ესეც ნორმაა. ბავშვი ავტომატურად აკოპირებს ოჯახის ყველა წევრის ქცევას და ბაძავს მას, ამიტომ თავადაც ყველას განსხვავებულად ექცევა.

წყარო:http://fortuna.ge

FB კომენტარები

კომენტარი