ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა

1065
SHARE

პარიზში მოღვაწე ქართველმა პედიატრმა, ეკა კუციამ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა.

მისი თქმით, ბავშვებში სუნთქვის გაძნელებასა და ხველას ახალი სიმპტომები დაემატა.

„ბავშვებში სუნთქვის გაძნელებასა და ხველას ახალი სიმპტომები დაემატა – მაღალი სიცხე, ფაღარათი და მუცლის ტკივილი.

ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მოსახლეობას, რომ თუ ბავშვს აქვს მაღალი ცხელება, 39-40 გრადუსი, რომელიც 3 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ნუ დაელოდებიან კარანტინის მოხსნას და ექიმს დროულად მიმართონ“, – განაცხადა პედიატრმა.

FB კომენტარები

კომენტარი