„ბავშვების ნახვაში შეზღუდული ვარ… მეტად ლაპარაკი არ მსურს“ – რატომ დაენგრა თორნიკე ყიფიანს ოჯახი

66
SHARE

მეგაშოუ X-ფაქტორის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანია მისი ოჯახის დანგრევის შესახებ კომენტარს აკეთებს.

თორნიკეს თქმით, მან მეუღლესთან იურიდიული პროცედურები სასამართლოს წესით აწარმოა, შვილები კი ზუგდიდში, დედასთან ცხოვრობენ და მათ ნახვაშვი შეზღუდულია. კომენტარს თორნიკე აღნიშნულის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ აკეთებს:

– მეუღლეს დაშორდი?

– მე და ჩემმა ცოლმა 2017 წელს გავაწერეთ ხელი. ბავშვები ზუგდიდში ცხოვრობენ – დედასთან და მის მშობლებთან. მათთან სასამართლოს წესით დადგენილი დროით მაქვს ურთიერთობა. ძალიან მიყვარს ჩემი შვილები და მათაც ძალიან ვუყვარვარ. ბავშვების შესახებ ამ ეტაპზე მეტად საუბარი არ მსურს. დიდი ბოდიში. ბავშვების ნახვაში შეზღუდული ვარ. ზუგდიდში ცხოვრობენ, შორია და ახლა, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ჩავდივარ. თუმცა, 2018 წლამდე ბავშვები ჩემთან ცხოვრობდნენ და მათ აღზრდაშიც დიდი წვლილი შემქონდა. არც მომავალში მოვაკლებ ყურადღებას. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება.

– სოციალურ ქსელში წერდი: “მერე რა, რომ სუსტი, მახინჯი და დებილი ვარ. არც მე მომწონს, მაგრამ ამის გამო, არ ვდარდობ და თავს არ მოვიკლავ”. რას ერჩი შენს თავს ან სხვა რას გერჩის?

– არც ვინმე მერჩის და არც მე ვერჩი საკუთარ თავს. მადლობა ღმერთს, რომ ვართ ცოცხლები. უნდა გვახსოვდეს, რომ ხანდახან სუნთქვაც კი მტკივნეულია და არც ერთმა ადამიანმა თავი არ უნდა მოიკლას, მით უმეტეს, თავისი გარეგნობის გამო – ამის თქმა მინდოდა ხალხისთვის. უბრალოდ, ცოტა სასაცილოდ ვთქვი. თან, მართლა სუსტი და მახინჯი ვარ (იცინის).

FB კომენტარები

კომენტარი