„ახლა რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს” – პაატა იმნაძე

569
SHARE

“აქ ხომ არის გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, ვინც მიიჩნევს, რომ დაჩიპავენ და ბილ გეითსმა უნდა დაჩიპოს. ახლა ძალიან მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს“, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, რუსეთში ვაქცინის გამოცდა ძალიან დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა და სანამ არ გამოქვეყნდება ვაქცინასთან დაკავშირებული ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად არაფრის თქმაა შესაძლებელი.

„ახლა ძალიან მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს და სერიოზულად თუ გიპასუხებთ, მაშინ ვერ გეტყვით ვერაფერს იმიტომ, რომ ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ამ ვაქცინის გამოცდა და მის ხარისხზე სანამ არ გამოქვეყნდება ზუსტი მონაცემები, კვლევის შედეგებზე, ფაზებზე, რამდენ ადამიანზე იყო, რა შედეგები იყო, სამწუხაროდ, მე მეტს ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

FB კომენტარები

კომენტარი