“ახლაც ვნადირობთ ერთმანეთზე, ახლაც ვუსაფრდებით, ახლაც კი ვესვრით ტყვიებს” – გიორგი კეკელიძე

57
SHARE

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი  გიორგი კეკელიძე კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციასა და გაზაფხულის დადგომაზე საკუთარ Facebook-გვერდზე წერს:

“დილით ჩიტები ჭიკჭიკებენ ზუსტად ისე, როგორც – შარშან ან შარშანწინ. ჩვენ არასდროს გვესმოდა მათი ხმა. ახლა – კი. რადგან ეს დრო – ჭიკჭიკის შემჩნევის დროცაა.

ადრე გაზაფხული დგებოდა, სადღაც უკან – ჩვენ ზურგით ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით. თვალებში. და იქ მხოლოდ დირეს ვხედავდით. და ვაფურთხებდით. და ვაგინებდით. და დავცინოდით. მე იმას ვწუხვარ, რაც ზუსტად ვიცი. ხვალ ისევ მოვა გაზაფხული. ისევ იჭიკჭიკებენ ჩიტები. და ჩვენ ისევ ვერ შევამჩნევთ.

ის კი არა, ახლა ვნადირობთ ერთმანეთზე. ახლაც ვუსაფრდებით. ახლაც კი ვესვრით ტყვიებს. ეს ტყვიები ამ ჩიტებსაც ხვდება. ამ ჭიკჭიკსაც აყრუვებს, რაც, როგორც იქნა, საგანგებო მდუმარებაში, სუსტად მოგვესმა.სხვანაირად არ შეგვიძლია. სხვანაირად არ გამოგვდის. ჩვენში მხეცი მეტია, იყო და იქნება.ბოდიში ამ სევდიანი დილისპირულისთვის. ჩიტების ბრალია. #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze”, – წერს გიორგი კეკელიძე.

FB კომენტარები

კომენტარი