ახლაც არ დაიჯერებთ, რომ რაც ცაზე ხდება, ის აისახება დედამიწასა და ჩვენს ცხოვრებაზე? – ასტროლოგები გვაფრთხილებენ

1235
SHARE

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ივლისში მოსალოდნელი მზისა და მთვარის დაბნელებების შესახებ გვაფრთხილებს:
“დაბნელების დერეფანი გვაქვს გასავლელი. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ იტყვიან, ერსაც და ბერსაც. 2 ივლისის დაბნელების ზეგავლენა უკვე ვიგრძენით წინასწარ 20 ივნისს.
მზისა და მთვარის შეერთება აღმავალ კვანძზე, კირჩხიბში, რაც 2 რიცხვში გველოდება, აშკარად სამშობლოსთან დაკავშირებულ თემატიკას წამოწევს წინ, რაც კარმულად გარდაუვალი იყო.
კირჩხიბი მთვარით იმართება, მთვარე კი მუნდანურ ასტროლოგიაში ხალხია. მისი საწინააღმდეგო ნიშანი თხის რქა/სატურნი კი ბიუროკრატია. თანაც თხის რქაში სატურნსა და პლუტონთან აკეთებს დაბნელების წერტილი ოპოზიციებს. ოპოზიცია ასტროლოგიურად არჩევანს გულისხმობს – ან ხალხის ნება, ან ბიუროკრატია.
დაბნელებები ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებენ ყოველთვის, გინდ რიგითი ადამიანების და გინდ მთლიანად საზოგადოების, ქვეყნის ცხოვრებაში.
კარგია, რომ დაბნელების წერტილი ვენერასთანაა შეერთებული.
ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები დიპლომატიის გზით ჯერ კიდევ შეიძლება გადაიჭრას. და ეს  რაც შეიძლება  მალე უნდა გაკეთდეს  იმიტომ, რომ მეორე დაბნელება, რომელიც 17 ივლისს უწევს, უფრო რთული იქნება…
მუნდანურ ანუ ქვეყნების ასტროლოგიაში ნეპტუნი, გარდა იმისა, რომ ერის წარმოდგენაა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური საზოგადოება, ასევე, ილუზიები და მსოფლიო სკანდალებია.
მეორე ვარიანტს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ნეპტუნი დაზიანებულია.
ჰოდა, 20 რიცხვიდან მოყოლებული ეს ნეპტუნი ორმაგ დარტყმას განიცდის, ცალი მხრიდან ვენერასგან, მეორე მხრიდან – იუპიტერისაგან.
ახლა  რას წარმოადგენს ვენერა?
ვენერა ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ბუნებრივ პროცესს განაგებს. ასევე, მას აბარია ეროვნული რესურსები, მათ შორის  – საფინანსო ინსტიტუტები/ეკონომიკა;
იუპიტერი კი ეროვნული ფასეულობების სისტემაა  და კიდევ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კონტროლი ხალხზე.
თანც 21 რიცხვიდან ნეპტუნი უკუსვლითი გახდა, ანუ წარსული თემების გამეორება დაიწყო.
ახლაც არ დაიჯერებთ, ზოგიერთი ურწმუნოები, რომ რაც ზევით, ცაზე ხდება, ის პირდაპირ აისახება ქვევით, დედამიწაზე, ჩვენს ცხოვრებაზე?
ეს სამკუთხა, ნეგატიური კონფიგურაცია ცაზე 27 რიცხვამდე შენარჩუნდება, ზეგავლენის პიკი კი 24-ში ექნება. თუმცა ივლისში დაბნელებები გვექნება ჯერ მზის, მერე მთვარის, რაც თავისთავად ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს…”
როგორც მთავრობას, ისე მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მეტი წინდახედულობის გამოჩენას ურჩევს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელიც.

FB კომენტარები

კომენტარი