ახალ ზელანდიაში ძაღლი მოკლეს, რომელიც თვითმფრინავების აფრენას ხელს უშლიდა

395
SHARE

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში პოლიციამ ძაღლი მოკლა, რომელიც პატრონს გაექცა და სამი საათის განმავლობაში აეროპორტში თვითმფრინავების აფრენას ხელს უშლიდა. ამის გამო 16 რეისი დაგვიანებით გაფრინდა.
ძაღლი სახელად “გრიზი” საავიაციო უსაფრთხოების სამსახურში მეძებარი უნდა გამხდარიყო და ამისთვის სპეციალურ მომზადებას გადიოდა. წვრთნის დროს მან გაქცევა მოახერხა.
აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ძაღლის მოკვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც პოლიციამ ის ვერ დაიჭირა.

FB კომენტარები

კომენტარი