“ახალი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები…” – ჯანეტ ქერდიყოშვილი საცხოვრებლად მილანში გადავიდა

192
SHARE

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი საცხოვრებლად მილანში გადავიდა. ამის შესახებ მან “ფეისბუქზე” დაწერა და გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა. როგორც აღმოჩნდა მოდელმა მილანის Instituto Marangoni-ს უნივერსიტეტში ჩააბარა.
”ახალი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები, ახალი გამოცდილება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.
პეტერბურგის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ვოცნებობდი, რომ   ევროპის წამყვანი მოდისა და დიზაინის სკოლაში ჩამებარებინა, რომელიც ისეთ ცნობილ ადამიანებს აქვთ დამთავრებული, როგორებიც არიან ფრანკო მოშინო, დომენიკო დოლჩე, სტეფანო გუერიერო, ალესანდრო დე ბენედეტი და სხვები.

მაგრამ მშობლებმა საქართველოში წამიყვანეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ვიმუშავე წამყვან არხზე ტელეწამყვანად და ახლობლების მხარდაჭერით გადავწყვიტე, წავსულიყავი მილანში და ამესრულებინა ჩემი დიდი ხნის ოცნება. მისურვეთ წარმატებები, ჩემო ძვირფასებო”, – წერს ჯანეტი.

FB კომენტარები

კომენტარი