ახალი „ტიტანიკის“ პირველი მოგზაურობა 2018 წელს განხორციელდება (ვიდეო)

277
SHARE

2018 წლიდან უკვე ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ძველი, ლეგენდარული „ტიტანიკის“ ზუსტი ასლით იმოგზაუროს.
როგორც საკრუიზო ლაინერის აგებაზე მომუშავე კომპანიის Blue Star Line-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, გემის აგება უკვე დაწყებულია.
„ტიტანიკი-2“ სიგრძეში 270, ხოლო სიგანეში 53 მეტრი იქნება. ბორტზე გემის მესვეურებს 840 კაიუტაში 2 400 მგზავრის მიღება შეეძლებათ. შთამბეჭდავია ეკიპაჟის წევრების რაოდენობაც, ახალი გემი 900-კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი.
წინა გემისგან განსხვავებით, ახალ გემში უსაფრთხოების ყველა თანამედროვე ნორმა დაცული იქნება. „ტიტანიკი“ პირველ მოგზაურობას „ცზიანცუ-დუბაის“ მარშრუტით განახორციელებს. Blue Star Line-ის მარკეტინგის დირექტორის, ჯეიმს მაკდონალდის თქმით, ეს უდიდესი პროექტი უკვე დიდი პოპულარობით და ინტერესით სარგებლობს. მისივე თქმით, ხალხმა უკვე ლეგენდარულ „ტიტანიკზე“ მოსახვედრად ბილეთები დაჯავშნა.

Comments

comments