ახალდაბადებული ბიჭის გადასარჩენად მშობლები გულს „ფეისბუქით“ ეძებენ – მას სამი დღის სიცოცხლე დარჩა

139
SHARE

კარტერ კუკსონი გულის საშიში დაავადებით დაიბადა. ექიმებმა მის მშობლებს აუწყეს, რომ მას მხოლოდ გულის სასწრაფო გადანერგვა გადაარჩენს. ახლა სასოწარკვეთილი მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ახალდაბადებული ბიჭი გადაარჩინონ. ისინი დონორს „ფეისბუქის“ მეშვეობითაც ეძებენ.
კარტერი რამდენიმე კვირის წინ დაიბადა, მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია. დაბადებისთანავე, დეკემბერში მას გულზე თანდაყოლილი მანკის გამო, ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თუკი მას ახალ გულს არ უპოვიან, ბავშვი სამ დღეზე მეტ ხანს ვერ იცოცხლებს. სარა და კრის კუკსონებმა „ფეისბუქში“ ჯგუფი „Find a Heart for Carter“ შექმნეს, რათა სიტუაციის შესახებ მეტმა ადამიანმა გაიგოს. ბიჭუნას მშობლები სოციალური ქსელის მომხმარებლებს ემუდარებიან ინფორმაცია გააზიარონ.
„დღეს შეგვატყობინეს, რომ მხოლოდ სამი დღე გვაქვს, გულის საპოვნელად. გთხოვთ, გააზიარეთ ეს ისტორია სოციალურ ქსელებში. ჩვენ სასოწარკვეთაში ვართ, თუმცა იმედს მაინც არ ვკარგავთ“, – წერენ პატარას მშობლები.

FB კომენტარები

კომენტარი