ახალბედა მამა და ადვოკატი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

118
SHARE

28 წლის ადვოკატი, რომლის დასახმარებლადაც აქტიურად მიმდინარეობდა სოციალური კამპანია და რომელიც ლეიკემიას ებრძოდა, გარდაიცვალა.

გიორგის შუასაყრის ლიმფოდენოპათია დაუდგინდა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა. ის გერმანიაში, მიუნხენში მკურნალობდა. იგი მამა ახლახანს გახდა:

„გიორგი,

როგორი იმედი მქონდა, რომ ამ მძიმე სენს დაამარცხებდა… ამ ბრძოლას მოიგებდა. მოიგებდა ისე, როგორც აქამდე მოუგია თან რამდენჯერ მოუგია დიდი ბრძოლა… გიო

,პირველ რიგში საოცარად კარგი ადამიანი.. შემდეგ კი ძალიან მაგარი ადვოკატი… ბოლომდე იცოდა ბრძოლა. აქაც ასე ბოლომდე იბრძოლა…

ახლახანს გახდა მამა. მერე მძიმე სენზე გავიგეთ მეგობრებმა და რა თქმა უნდა უდიდესი იმედი გვქონდა, რომ ამ ბრძოლასაც მოიგებდა.

ძალიან დიდი უსამართლობაა…ცხოვრება კი ძალიან დაუნდობელია. ძალიან მაგარი გიო“, -წერს სოციალურ ქსელში მარიამ ჩხეიძე.

FB კომენტარები

კომენტარი