აჭარაში სიძე-პატარძალი არჩევნებზე მივიდა – ახალდაქორწინებულები მოქალაქეებს მიმართავენ

288
SHARE

ქედის მუნიციპალიტეტში, ვაიოს მე-12 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ახალდაქორწინებული წყვილი მივიდა.
როგორც “კვირა +“ – ისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულ უბანზე ხმა პატარძალმა – თამუნა ტეტემაძემ მისცა. საკუთარი არჩევანი მისმა მეუღლემ ხვიჩა დოლიძემ ბათუმის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში გააკეთა.14875006_535250550014466_939136815_n
“კვირა +“ ახალდაქორწინებულებს ესაუბრა.
თამუნა ტეტემაძე და ხვიჩა დოლიძე ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სრულწლოვნები გახდნენ სისტემატურად დადიან არჩევნებზე.
ნეფე-პატარძლისთვის არც დღევანდელ დღეს შეუშლია ხელი მოქალაქეობრივი ვალის მოხდაში.
წყვილი მოქალაქეებს მოუწოდებს მივიდნენ არჩევნებზე.
“დღეს ჩვენი მომავალი, საქართველო ბედი წყდება ერთგვარად. ამიტომ უფლება არ გვქონდა არ მივსულიყავით არჩევნებზე და ხმა არ მიგვეცა ჩვენთვის სასურველი კანდიდატისთვის. როგორც ვიცი, საკმაოდ დაბალია აქტივობა და მინდა მივმართო მოქალაქეებს, მივიდნენ არჩევნებზე, ნუ დაიზარებენ და გააკეთონ არჩევანი“, – აღნიშნა “კვირასთან“ თამუნა ტეტემაძემ.

Comments

comments