“აწი, ყველა მანქანას შეუძლია ტაქსად მიასაღოს თავი ქალს და მერე ხან ფასიანი და ხანაც უფასო სექსი შესთავაზოს”

174
SHARE

“აწი, ყველა მანქანას შეუძლია ტაქსად მიასაღოს თავი ქალს და მერე ხან ფასიანი და ხანაც უფასო სექსი შესთავაზოს”- ასე ეხმიანება ბაია პატარაია ტაქსების რეგულაციის შემოღებას, რომლის მიხედვით, მხოლოდ თეთრი ფერის ავტომობილის მფლობელებს ექნებათ უფლება, რომ ტაქსის აბრა დაამაგრონ.

ბაია პატარაიას აზრით, როგორ უნდა გაარჩიოს მოქალაქემ, ქალმა, ფერადი ტაქსი, რომელსაც ნიშანი არ აქვს, მართლა ტაქსია თუ არა. მან აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია ქალებს სექსუალური შევიწროების მხრივ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის.

,,მაგალითად: ფერადი ტაქსი “ზნაჩოკს” თავზე ვერ დაიდგამს, მაგრამ მაინც იტაქსავებს. ანუ ყველა მანქანას დავუქნევ ხელს და მერე “უზნაჩოკო” ტაქსი გამიჩერებს, თუ ვიღაც სირბანჯო, რომელსაც უცბად გართობა მოუნდა, როგორ გავიგო? ვერ გავიგებ.

აწი, ყველა მანქანას შეუძლია ტაქსად მიასაღოს თავი ქალს და მერე ხან ფასიანი და ხანაც უფასო სექსი შესთავაზოს, (რაც არც აქამდე გვაკლდა). ანუ ქალები კიდე უფრო მოწყვლად სიტუაციაში აღმოვჩნდით სექსუალური შევიწროების მიმართ. უპს… რა გამოვიდა? გამოვიდა, რომ ამ რეფორმას გაუთვალისწინებელი რისკები ახლავს ქალებისათვის. ესეც თქვენი გენდერული განზომილება ტაქსის რეფორმისა. თურმე საჭიროა ხოლმე ცვლილებების გენდერული ანალიზი. ქალებო, მოიმარაგეთ სმარტფონები და აწარმოეთ მგზავრობის ვიდეო გადაღება, თან იქონიეთ ელ.შოკი, სპრეი, ჯაყვა, ჯანდაბა და დოზანა და იარეთ კარატეზე,” – წერს პატარაია.

FB კომენტარები

კომენტარი