აშშ-ში ჰოლივუდის ვარსკვლავი და 70-იანების სექსსიმბოლო – ბერტ რეინოლდსი გარდაიცვალა

40
SHARE

აშშ-ში, ბერტ რეინოლდსი – მსახიობი, რომელიც 70-იან წლებში გახდა ცნობილი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფარქტის გადატანის შემდეგ, მან ფლორიდის საავადმყოფოში დაასრულა სიცოცხლე. 2010 წელს, რეინოლდს გულზე კორონალური შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა.
ბოლო წუთებში, მსახიობის გვერდით მისი ვაჟი – კვინტონი იმყოფებოდა. რეინოლდსმა ფართო ცნობადობა 1972 წელს მოიპოვა, როდესაც ჯონ ბურმანის ფილმ “გათავისუფლებაში” მიიღო მონაწილეობა. კინოლეგენდის სტატუსი მან ფილმებში – “პოლიციელი და ბანდიტი”, “რბოლა” და “იარაღის ბირთვი” ნათამაშები როლების გამო მიიღო.
1997 წელს მსახიობი “ოკარის” ჯილდოზე იყო ნომინირებული, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის სტატუსით, ფილმში “ღამეები ბუგის სტილში”.

Comments

comments