აშშ-ში სასამართლომ ქალს 100- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – მან ორსულს ნაყოფი ამოაჭრა

90
SHARE

აშშ-ის კოლორადოს შტატის სასამართლომ 36 წლის დაინელ ლეინს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლეინმა ორსულ ქალს მუცლიდან 8 თვის ბავშვი ამოაჭრა. სასამართლომ დაადგინა, რომ ლეინი დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდა თავის პარტნიორს, რომ ორსულად არის. ამისთვის ის ინტერნეტიდან სხვა ქალების ულტრაბგერითი შემოწმების შედეგებს იწერდა. 2015 წელს ორსულისთვის ტანსაცმლის გაყიდვის მოტივით, მან სახლში მიშელ უილკინსი შეიტყუა. შემდეგ კი მას თავს დაესხა და სამზარეულოს ორი დანით ნაყოფი ამოაჭრა. ვინაიდან გამომძიებლებმა ვერ დაადგინეს, იყო თუ არა ბავშვი ცოცხალი მუცლიდან ამოკვეთის შემდეგ, ლეინი მკვლელობის მცდელობისთვის და ორსულობის უკანონო შეჩერებისთვის გაასამართლეს. ამ ფაქტის შემდეგ მიშელ უილკინსი გადარჩა.

FB კომენტარები

კომენტარი