აშშ-ში პედოფილებს ქიმიურ კასტრაციას ჩაუტარებენ

41
SHARE

აშშ-ის შტატ ალაბამაში  ადგილობრივმა პარლამენტმა პედოფილიის წინააღმდეგ რესპუბლიკელი სტივ ჰერსტის ინიცირებული კანონპროექტი დაამტკიცა.
იმ პატიმრებს, რომლებიც მცირეწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს, ციხის დატოვებამდე კასტრაციას ჩაუტარებენ. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Newsweek ავრცელებს.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს შტატის გუბერნატორი – კეი აივი ხელს მოაწერს, სამი თვის განმავლობაში ის ძალაში შევა და მსჯავრდებულებს, რომელთა მსხვერპლიც 14 წლამდე ბავშვები იყვნენ, ვადამდე ადრე გათავისუფლდებიან  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქიმიურ კასტრაციას ჩაიტარებენ და აუცილებელ ჰორმონალურ თერაპიას გაივლიან.
კანონპროექტის ინიციატორი მიიჩნევს, რომ მას არაჰუმანურობის გამო გააკრიტიკებენ, თუმცა, ჰერსტის თქმით, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად არაადამიანური, ვიდრე – მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობაა.
“როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად არაჰუმანური, ვიდრე – სექსუალური ძალადობა პატარა ბავშვზე, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია? პედოფილების კასტრაცია სამართლიანი დასჯის მექანიზმია, რომელიც შეამცირებს მსგავსი სახის დანაშაულების შემცირებას შტატებში”, – განაცხადა ჰერსტმა.
კანონპროექტის მიხედვით, პედოფილებს ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდებათ, რაც რაიმე სახის ქირურგიულ ჩარევას გამორიცხავს.

FB კომენტარები

კომენტარი