აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ბორდელების გარდაცვლილმა მფლობელმა გაიმარჯვა

38
SHARE

ბორდელების მფლობელმა და რეალითი-შოუს ვარსკვლავმა დენის ხოფმა, რომელიც ამ წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გარდაიცვალა, აშშ-ის შტატ ნევადაში წარმომადგენლობითი პალატის არჩევნებში გაიმარჯვა.
ის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იყო. ახლა მის ადგილს შტატის პარლამენტში რესპუბლიკური პარტიის სხვა კანდიდატი დაიკავებს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ “როუტერსი” ავრცელებს.
ხმის მიცემის პროცესში, 6 ნოემბერს, ხოფმა თავის მეტოქეზე დემოკრატიული პარტიიდან 36%-ით მეტი ხმა მიიღო.

Comments

comments