აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მენჯის ძვალი მოიტეხა

43
SHARE

აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი მენჯის ძვლის მოტეხილობით საავადმყოფოში მოათავსეს.
Associated Press წერს, რომ 95 წლის კარტერი ჯორჯიის შტატში, საკუთარ სახლში დაეცა.
მისი წარმომადგენლის თქმით, მოტეხილობა უმნიშვნელოა და რომ ყოფილი პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და სახლში დაბრუნებას ელოდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ თვეში კარტერი უკვე მესამედ დაეცა.

FB კომენტარები

კომენტარი