აშშ-ის საელჩო უცხოელებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

23
SHARE

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საელჩოს “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნდა. ​ასევე, ამავე გვერდზე გამოქვეყნდა ამერიკელი დიპლომატის, ერინ ჯარეტის “პოსტიც”, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და საკუთარ გამოცდილებაზე წერს.

“საქართველომ ნამდვილად დაიპყრო ჩემი გული. მე ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევდი, რომ ზაფხული საქართველოში გაეტარებინათ – და ისინი უკვე აქ არიან! ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრ სტუმარს ვუმასპინძლეთ, მათ შორის – ჩემი მშობლების ჩათვლით, რომლებმაც უკვე დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები და გაეცნენ სუფრის ტრადიციებს კახეთში.

საქართველოს უმდიდრესი ისტორიული და კულტურული წარსული აქვს, მაგრამ მე უფრო მეტად ველოდები იმას, თუ რას მოიტანს მომავალი. საოცრად შთაგონებული და მოტივირებული ვარ იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას”, – წერს ერინ ჯარეტი სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი