აშურას სისხლიანი დღესასწაული – ფოტოკოლაჟი

440
SHARE

აშურა არაბული სიტყვაა და ქართულად “მეათეს” ნიშნავს. აშურას ისტორია მომდინარეობს წმინდა ნუჰ შუამავლის მოღვაწეობის დროიდან. წარღვნის ბოლო დღეს “ნოეს კიდობანში” მყოფ მორწმუნეებს საკვები გამოელიათ, წმინდა ნუჰ შუამავალმა თავის მეგობრებს უბრძანა, რაც კი საკვების ნარჩენები მოეპოვებოდათ, შეეგროვებინათ და ერთი სახის კერძი გაეკეთებინათ. ამ კერძით ყველა დანაყრდა და იგი ფაქტობრივად, კიდობანში მყოფთათვის ერთადერთი შვება აღმოჩნდა. მას შემდეგ ყველა სუნიტი მუსლიმი აკეთებს აშურას კერძს, რომელიც უნდა შედგებოდეს არანაკლებ 7 სახის იგრედიენტისაგან.

რელიგიურ დღესასწაულს სხვაგვარად აღნიშნავენ შიიტები. აშურა შიიტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. დაახლოებით, 2
მილიონი შიიტი იკრიბება კარბალაში აშურას აღსანიშნავად. რიტუალის მიხედვით, კაცები და ბიჭები კარბალას ქუჩებში მსვლელობისას მოთქვამენ, ხელით თუ ჯაჭვებით, ზოგჯერ კი ცივი იარაღით საკუთარ სხეულს ტკივილს აყენებენ და ამით სიმბოლურად იმ ტანჯვას განიცდიან, რომელიც წმინდა მუჰამედ შუამავლის შვილიშვილმა, ჰუსეინმა გადაიტანა, ევროპული კალენდრის მიხედვით, 680 წელს. ეს დღე ერთგვარად გლოვის დღეა.

წყარო:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი