აშრამი – სულიერების ცენტრი, სადაც “ბითლზი” მედიტირებდა

315
SHARE

ინდურ სოფელ რიშიკეშში სულიერების მიტოვებული ცენტრი აღდგა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მედიტირება. ჯგუფი “ბითლზი” სწორედ ამ სოფელში გაეცნო მედიტაციის საფუძვლებს.
1968 წელს ჯონ ლენონმა, პოლ მაკარტნიმ, ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა, თანმხლებლებთან და რამდენიმე ცნობილ ადამიანთან ერთად, გარკვეული ხანი გაატარეს აქ. აშრამი – იოგით დაინტერესებულთათვის ყველაზე პოპლარული ადგილი, წლების განმავლობაში მიტოვებული იყო.
2003 წელს ეს მიწა ადგილობრივი სატყეო მეურნეობის საკუთრებაში გადავიდა, მაგრამ მთელი ამ წლების მანძილზე იქ მთელი მსოფლიოდან ბიტლომანები ჩადიოდნენ. ამ ტერიტორიის გარშემო არსებულ ღობეზე ისინი თვითნებურად გადადიოდნენ ანდა დარაჯს ქრთამს აძლევდნენ, რათა წარწერებით აჭრელებული მედიტაციის დარბაზი დაეთვალიერებინათ.
“ჩვენ ყველაფერი დავასუფთავეთ და ყვავილებით შევამკეთ. ასევე, ჩვენ სკამები ვიყიდეთ სტუმრებისთვის.  გვექნება ტურისტული მარშრუტები და საფრენი ბილიკებიც. ვგეგმავთ, ასევე, გავხსნათ კაფე და სუვენირების მაღაზია, მაგრამ ამ ტერიტორიის ბუნებრივ ხიბლს შევინახავთ,” – განუცხადა “ბი-ბი-სის” მეტყევე რაჯენდრა ნაუტიალიმ.
თავდაპირველად ჯგუფი “ბითლზი” აქ სამ თვეს ისვენებდა, თუმცა ზოგიერთი ისტორიის მიხედვით, მათი სულიერი დასვენება ფარსს დაემსგავსა.
რინგო სტარმა ცხარე კერძების გამო შეწყვიტა რიშიკეშში დასვენება, ჯგუფის სხვა წევრებმა კი, მოულოდნელად დატოვეს სოფელი.
როგორც პოლ ზაცმანმა აღწერა თავის წიგნში “ბითლზები რიშიკეშში”, ჯგუფის 48 სიმღერა სწორედ აქ დაიწერა, რომელთა უმრავლესობა “თეთრ ალბომშია” შესული.

FB კომენტარები

კომენტარი