“აღმოაჩინე აჭარის მთები“- აჭარის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი (ვიდეო)

44
SHARE

აჭარის  ტურიზმის   დეპარტამენტმა  სოფლის  ტურიზმის პოპულარიზაციისთვის   ახალი  საიმიჯო  ვიდეორგოლი  “აღმოაჩინე აჭარის   მთები“ გადაიღო.  ვიდეორგოლში  აჭარის  ბუნება, ტრადიციები, სოფლის   ყოფა,  ფოლკლორი და  სტუმართმასპინძლობაა  წარმოჩენილი.  სოფლის  ტურიზმის საიმიჯო  ვიდეორგოლი   დეპარტამენტის  დაკვეთით  ფონდ “პარალელის”  გადამღებმა  ჯგუფმა  მოამზადა.

 

აჭარის   ტურიზმის  დეპარტამენტის  თავმჯდომარის პირველი  მოადგილის – თამარ კაიკაციშვილის თქმით, ვიდეორგოლით ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ყველას იმოგზაურონ მთიან აჭარაში.

“ბოლო წლებში, აჭარა აქტიურად წარმოაჩენს თავს, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება. შესაბამისად, ამ ვიდეორგოლით შევეცადეთ გადმოგვეცა ის ტურისტული პროდუქტები და შესაძლებლობები, რაც მთიან აჭარას სოფლის ტურიზმის მიმართულებით აქვს – ტრადიციები, ფოლკლორი, კულინარია, ღვინის კულტურა და ნაქები სტუმართმასპინძლობა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ულამაზესი ფერებიც, რაც წელიწადის ამ დროს მთიან აჭარაში შეგხვდებათ“, – განაცხადა თამარ კაიკაციშვილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით 2017 წლიდან ამზადებს საიმიჯო ვიდეორგოლებს.

 

FB კომენტარები

კომენტარი