,,აქ ძაღლებს აქცევენ ყურადღებას და ქართველი ბიჭი ციხეში მოკვდა” – კაბუს საქართველოში არ უშვებენ

228
SHARE

მსახიობი და რეპერი, კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, რომელიც გასულ წელს საფრანგეთში დააკავეს, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­მარ­თავს, რომ საფ­რან­გე­თის ცი­ხე­ებ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რე­ბის ბე­დით და­ინ­ტე­რეს­დნენ.
ამის შესახებ მან “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში” ჩარ­თვი­სას ისაუბრა.
-აქ მოხ­და ძა­ლი­ან სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი, რო­მელ­საც დღემ­დე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ. საფ­რან­გე­თის ცი­ხე­ში ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ ადა­მი­ა­ნებს (ქარ­თველ პა­ტიმ­რებს), რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ცუ­დად არი­ან. სა­ბო­ლო­ოდ, ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემი ძმა იყო, ჩემ­თვის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, გარ­და­იც­ვა­ლა…
ხალ­ხო, 21-ე სა­უკ­უ­ნე­ში ადა­მი­ა­ნი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა დავ­ხო­ცოთ? აქ ძაღ­ლებს აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას და ცი­ხე­ში ბიჭი მოკ­ვდა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით. მა­შინ რომ ჩა­მო­ცვივ­დნენ და დაგ­ვი­ჭი­რეს, ახლა სად არის სა­ქარ­თვე­ლო? ხალ­ხო, გვიშ­ვე­ლეთ, გეხ­ვე­წე­ბით… ვი­ღა­ცას მი­აწ­ვდი­ნეთ ხმა, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად მოგ­ვეხ­მა­რონ, იმ ბიჭს აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა და სხვე­ბი ხომ არი­ან იქ?! მი­ვიდ­ნე,ნ იკი­თხონ ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რე­ბის ბედი, იქ­ნებ, გა­დარ­ჩეს ბევ­რი მათ­გა­ნი.
კაბუმ თავის თავზეც ისაუბრა და თქვა, რომ მეგობრების წყალობით არაფერი უჭირს.
მე არა­ფე­რი მჭირს, ღვთის წყა­ლო­ბით ცო­ცხა­ლი ვარ. მე­გობ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, რო­გორც შე­უძ­ლი­ათ. ისიც არ ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ არ მიშ­ვე­ბენ, ეტყო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში ვარ… კაც­მა არ იცის, რა ვა­დით ვიქ­ნე­ბი აქ.
მომღერალი საფ­რან­გე­თის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­ლაქ ნი­ცა­ში ცხოვ­რობს.
რო­გორც ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს, თუმ­ცა ამის უფ­ლე­ბა, ამ­ჟა­მად, არ აქვს.

FB კომენტარები

კომენტარი