აქვს თუ არა დადებითი მხარე ,,არაფრის კეთებას”

66
SHARE

The New York Times-მა სტატია მოამზადა, რომელშიც წერია, თუ როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი “საქმიანის” სტატუსს. ამაზე მარტივი პასუხი კი “არაფრის კეთებაა”, – წერია სტატიაში. სტატიის ავტორის თქმით, რთულია იმის გაგება, თუ ზუსტად რა არის “არაფრის კეთება”, რადგან ადამიანები მუდმივად რაღაცის კეთების პროცესში არიან. ფსიქოლოგმა დორინ დოჯენ მეგიმ თავის წიგნში – “როგორ დავაბალანსოთ ცხოვრება და ტექნოლოგიები ციფრულ სამყაროში”, “არაფრის” კეთება შეადარა მანქანის ძრავს, რომელიც მუშაობს, თუმცა არ იძვრის. სტატიის ავტორის თქმით, პრაქტიკული თვალსაზრისით “არაფრის კეთების” იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა გააზრებულად ან სპეციალურად დახარჯოს დრო და ენერგია. “იპოვეთ დრო, რომ იყოთ უსაქმოდ და ეს მიზანმიმართულად გააკეთეთ”, – წერია სტატიაში.

FB კომენტარები

კომენტარი