აფხაზი სექსსიმბოლოს შიშველი ფოტოები MAXIM MAGAZINE-სთვის (ფოტოკოლაჟი)

642
SHARE

    სტელა ტრაპში “მის აფხაზეთი 2010”-ს გამარჯვებულია. ლამაზმანმა ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მოახერხა ყურადღების მიპყრობა და სრულიად დამსახურებულად – მას არც გარეგნობა აკლია და არც გამბედაობა. სტელა Maxim Magazine-სთვის სრულიად გაშიშვლდა და მამაკაცების ცნობილი ჟურნალის რუსულენოვანმა გამოცემამ მისი მონაწილეობით არა მხოლოდ შთამბეჭდავი ფოტოები, არამედ გადაღების “ბექსთეიჯიც” შესთავაზა მკითხველს, რომელსაც სტატიასთან თანდართულ ვიდეოში იხილავთ. თავის დროზე ლამაზმანის ამ თამამმა გადაწყვეტილებამ აფხაზი საზოგადოება შოკში ჩააგდო. გოგონას მიმართ დიდი აგრესია წამოვიდა. სიტუაცია გაამწვავა იმ ფაქტმაც, რომ ჟურნალში სტელას შიშველ ფოტოებთან ერთად მისი სკანდალური ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც ახალგაზრდა ლამაზმანმა მოურიდებლად განაცხადა, რომ აფხაზი ქალები შეუხედავები არიან. განსაკუთრებით კი აფხაზი ქალების ცხვირის ფორმაზე იქილიკა. სკანდალურობის გამო სტელა ტრაპში აფხაზმა საზოგადოებამ “აფხაზ ქსენია სობჩაკად” შერაცხა.

Comments

comments