“აუცილებლად გაისტუმრეთ ძველი ვალები” – მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

496
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 6 თებერვლის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:

“ენდეთ ინტუიციას, იმოქმედეთ გამოცდილებაზე დაყრდნობით და აუცილებლად გაისტუმრეთ ძველი ვალები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ანტიკვარული, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აგატი, მალაქიტი, ოპალი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, მშვილდოსანს და მერწყულს”, – აცხადებს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი