აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული შედევრი მსოფლიოში

72
SHARE

პიკასოს ნახატი ნიუ-იორკში “კრისტის” აუქციონზე 11-წუთიანი ვაჭრობის შედეგად იმაზე გაცილებით ძვირად გაიყიდა, ვიდრე ნავარაუდევი იყო. “ალჟირელი ქალები” 179,365 მილიონ დოლარად უცნობმა პირმა იყიდა. აღნიშნული ნახატი ესპანელმა მხატვარმა იმ 14 ნამუშევართან ერთად შექმნა, რომელიც 1954-55 წლების სერიას ეკუთვნის.

“ალჟირელი ქალები” კუბიზმის სტილშია შექმნილი. პიკასოს ამ ტილომდე აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი ბრიტანელი მხატვრის, ფრენსის ბეკონის მიერ შექმნილი “ლუსიენ ფრეიდის პორტრეტის სამი ესკიზი” იყო. იგი 2013 წელს “კრისტის” აუქციონზე 142,4 მილიონ დოლარად გაყიდეს.

წყარო:http://www.bpn.ge

FB კომენტარები

კომენტარი