აუროვილი-ქალაქი, სადაც არ არის პოლიტიკა, რელიგია და ეროვნული განსხვავება (ფოტოკოლაჟი)

103
SHARE

აუროვილი ანუ „ცისკრის ქალაქი“ – საერთაშორისო ქალაქი სამხრეთ ინდოეთში, რომელიც UNESCO-ს ეგიდით ვითარდება, მდებარეობს ტამილნადის შტატში ქალაქ პუდუჩერიის გვერდით. ქალაქის დამფუძნებლების განცხადებით, ის უნდა გახდეს ექსპერიმენტი ადამიანთა ინტერნაციონალური თანამეგობრობის შექმნის, სადაც არ იქნება , პოლიტიკა და რელიგიური უპირატესობები. „დედამიწაზე სადღაც მაინც უნდა იყოს ქალაქი, სადაც არც ერთ ერს არ ექნება პრივილეგია და ყველა იქ მცხოვრები იცხოვრებს ისე თავისუფლად, როგორც მსოფლიოს მოქალაქე, რომელიც იცხოვრებს უზენაესი ჭეშმარიტების ხელმძღვანელობით“ (ფილმიდან „აუროვილი-ოცნება ღვთაებრივია“). აუროვილი ნამდვილად არსებობს! 1968 წელს ქალაქის დაარსების დღეს აქ მსოფლიოს სხვადასხა ადგილიდან ჩამოვიდნენ ადამიანები და თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მიწა ჩამოიტანეს. შემდეგ ჩაყარეს მარმარილოს ურნებში და მატრიმანდირის ახლოს დამარხეს. ახლა ეს საერთო თავშეყრის ადგილია. „მატრიმანდირი“ ითარგმნება როგორც „დედა ტაძარი“, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანები გაათავისუფლოს რელიგიური, პოლიტიკური, სოციალური და სხვა შეზღუდვებისგან. ის აღმოცენებულია შრი აურობინდოს და მირა ალფასას სწავლებიდან. ესენი ინდოელი მამაკაცი და ფრანგი ქალი იყვნენ. ისინი მართავდნენ აშრამს, რომელიც შემდეგ ქალაქ აუროვილად ჩამოყალიბდა. (აშრამი-ადგილი, სადაც ცხოვრობენ ინტენსიური სულიერი პრაქტიკით დაკავებული ადამიანები). მარტიმანდირი აუროვილის ცენტრშია განთავსებული. ეს არის ოქროს გუმბათიანი შენობა, სადაც ყველა მოსახლე იკრიბება და მედიტირებს. გუმბათის თავზე ბროლის ბურთია დაკიდული, რომლის კაშკაშა სინათლე პირველად აბრმავებს, მთელი დღის მანძილზე ბურთი გარშემორტყმულია მზის ნაკადით. ქალაქი მოეწყო 50 ათასი ადამიანისთვის, ახლა აქ მუდმივად 2 ათასი ადამიანი ცხოვრობს. უმეტესობა მათგანი ინდოეთიდან მოვიდა, მაგრამ არიან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი ცხოვრობენ სახლებში, რომლებიც მდებარეობს სპირალზე და ქალაქის ცენტრისკენ არის მიმართული, ყველა აკეთებს თავის საქმეს. ქალაქი თავის თავს თავად პატრონობს. აქ არის მაღაზიები, ქარხნები, თონეები, სასადილო, რომელიც მუშაობს მზის ბატარეებზე, არის სკოლები, კინოთეატრები, მუსიკალური სკოლა და კიდევ ადგილობრივი გაზეთები. ყველა მთავარ გადაწყვეტილებას შეიმუშავებს სპეციალისტების ჯგუფი და ერთობლივი სხდომა ამტკიცებს. აქ არ არის ქალაქის მერი ან ერთი რომელიმე გამოკვეთილი პერსონა. აუროვილის მოქალაქე ყველას შეუძლია გახდეს . გამოსაცდელი დრო ერთი წელია, რომლის გასვლის შემდეგ შესაძლოა მოქალაქეებმა უარიც კი უთხრან ქალაქში ცხოვრებაზე. თუ თქვენ იქ ცხოვრებას გადაწყვეტთ, თავადვე უნდა იყიდოთ სახლი, რომელიც თქვენი საკუთრებაა, სანამ იქ ცხოვრობთ. ყველა მოქალაქე, რომელიც მუშაობს აუროვილში იღებს ხელფასს 90 ევროს. აქ ბევრი ახალგაზრდა ოჯახია. ფერმერების და ინჟინრების გვერდით ქალაქი არ განიცდის არც მხატვრების, არც არქიტექტორების, არც პედაგოგების და არც ექიმების ნაკლებობას. ადგილობრივები დარწმუნებულნი არიან რომ გლობალური ექსპერიმენტის მონაწილეები გახდნენ, რომელიც კაცობრიობას სარგებელს მოუტანს. აქ მანქანები არ არის, არის მხოლოდ ტაქსი. ქალაქში ცხოვრება მრავალფეროვანია და სულაც არ არის იოლი. ყოველ დღე გიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა და ვერაფრით ვერ მოახერხებ განმარტოებას. აქ ჩამოსული წყვილები ხშირად მალევე შორდებიან, ქალაქში ჩამოსული ახალმოსახლე, რომელიც არავის იცნობს, სულ მალე ყველას ნაცნობი ხდება. აუროვილში საერთოდ არ არის საკომუნიკაციო ბარიერი. ადგილობრივები გახსნილები და დაუჯერებლად მშვიდები არიან.

წყარო: www.postalioni.com

FB კომენტარები

კომენტარი