ატირებული ვარსკვლავები კობი ბრაიანტისა და მისი შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე (ფოტო)

3441
SHARE

გუშინ ლოს ანჯელესში კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც როგორც კალათბურთელის თაყვანისმცემლები და გულშემატკივრები, ასევე ვარსკვლავები ესწრებოდნენ.

გადაჭედილ დარბაზში სიტყვით გამოვიდა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი, რომელმაც საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა. ფოტოგრაფებმა ასევე დააფიქსირეს ატირებული ჯენიფერ ლოპესი, რომელმაც ემოცია ვანესა ბრაიანტის სიტყვით გამოსვლისას ვერ დამალა.

FB კომენტარები

კომენტარი