ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრი აცხადებს მიღებას

103
SHARE

ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრი სექტემბრის თვიდან აცხადებს ასტროლოგიის შესწავლის მსურველების მიღებას. ცენტრი 2012 წელს დაარსდა და ის ერთადერთია ამიერკავკასიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით „კვირა“ ასტროლოგ თორნიკე ბიძინაშვილს დაუკავშირდა.

– როდის დაარსდა ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრი? როგორც ვიცი, ის საქართველოში დღეს ერთადერთია.

– ცენტრი დაარსდა 2012 წელს, ხოლო ასტროლოგიურმა სკოლამ ფუნქციონირება 2013 წლიდან დაიწყო. ეს ცენტრი და სკოლა ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც ფუნქციონირებს.

-რამდენი კურსის გავლაა საჭირო ასტროლოგიის ძირფესვიანად შესასწავლად? შეუძლიათ თუ არა კურსის გავლა მოყვარულებსაც?

-საფუძვლებისთვის- 3 წელი. შემდეგ ადამიანი, როგორც წესი, თვითონ არის შემეცნების პროცესში. ასტროლოგია იმდენად საინტერესოა, აზარტულია, როგორც ამოცანის ამოხსნა. მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც გაივლის ასტროლოგიური სწავლების 3 წელს და მერე დაანებოს თავი. სწავლა, არითმეტიკის მსგავსად, შეუძლია ყველას, მაგრამ ყველას ერთნაირი ნიჭი არ აქვს. ვინც მოდის და რჩება ასტროლოგიაში -განსაკუთრებულად მენტალურად გახსნილი ადამიანები არიან.

– სწავლის მეთოდების შესახებ რომ მოგვითხროთ…

– ტრადიციული: ლექცია-3 სთ. კვირაში ორჯერ, საკონტროლო, საკურსო, საკონსულტაციო პრაქტიკა, დიპლომის დაცვა.

-ვინ არის პედაგოგი, ან პედაგოგები და რა გამოცდილება აქვთ მათ?

-ლია ბარათაშვილი – ასტროლოგ-კონსულტანტი, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების პროგნოზირების სპეციალისტი. სასწავლო გამოცდილება 1999 წლიდან აქვს.

-რამდენად ეფექტურია სწავლა ვებინარული მეთოდით (ინტერნეტის საშუალებით)?

-ძალიან ეფექტურია: 1. სტუდენტებს არ ეკარგებათ დრო და ფული მოსვლაზე, 2. სტუდენტი ხედავს ლექტორს და დაფას, 3. სტუდენტი და ლექტორი კითხვა-პასუხის რეჟიმშია. 4. სტუდენტი დავალებას ასრულებს წერილობით, რაც უფრო ეფექტურია. ეს მეთოდი საკმაოდ აქტუალურია მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში.

-გაქვთ თუ არა პრაქტიკული გაკვეთილები?

-რა თქმა უნდა, სემინარები.

– იქნება თუ არა რაიმე სახის გამოცდა ან ტესტირება სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ?

-კი. თავისთავად

– სერტიფიკატი, რომელსაც გასცემთ, საერთაშორისოა?

არა. მაგრამ მსურველებს შეუძლია ჩააბაროს საერთაშორისო გამოცდა და მიიღოს სერტიფიკატი.

– რა განსხვავებაა ერთწლიანი გავლილი კურსის სერტიფიკატს და მომდევნო წლებში აღებულ სერტიფიკატებს შორის?

-ერთწლიან სწავლებაში ასტროლოგის სერტიფიკატს ვერ გავცემთ, მხოლოდ – კურსის მოსმენის საბუთს.

– რატომ უნდა გავიაროთ ეს კურსები? როგორ გამოვიყენებთ მას პრაქტიკაში?

-ასტროლოგია ყველამ უნდა იცოდეს იმისთვის, რომ უკეთ გაერკვეს საკუთარ თავში და სხვა ადამიანებში და ასევე დაგეგმოს საკუთარი ცხოვრება. გამოიყენება ცხოვრების ყველა სფეროში. ასტროლოგია აღვიძებს ადამიანს და ავითარებს, ხდის უფრო წარმატებულს და ხელს უწყობს და ეხმარება მიზნების მიღწევაში.


ნინო ხოსიტაშვილი

FB კომენტარები

კომენტარი