ასტროლოგიური კონსულტაცია – “როდის დაოჯახდებით”

538
SHARE

ძვირფასო მკითხველებო, ალბათ ნებისმიერ თქვენგანს აქვს კითხვები, რომელსაც პირადი რუკის განხილვა და ანალიზი ესაჭიროება. ჩვენი საიტი ამიერიდან გაძლევთ შანსს დასვათ თქვენთვის საჭირბოტო ნებისმიერი კითხვა საიტის ფორუმზე, კონკრეტულ “კვირის თემაში” და მიიღოს მასზე ამომწურავი პასუხი.

astrologi.ge-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შაბათი დღის ფრომატი იცვლება. ამიერიდან, ყოველი კვირის დასაწყისში ჩვენ დავასახელებთ ფორუმზე “კვირის აქტიურ თემას” და მასში დასმულ უახლეს 10-15 კითხვაზე პასუხს, თქვენ შაბათ დღეს საიტზე სტატიის სახით იხილავთ.
თუ ჯერაც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით სასწრაფოდ და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა “კვირის აქტუალური თემის” ფარგლებში. თუმცა, აქვე მინდა მარტივი ინსტრუქციაც გაგაცნოთ საიმისოდ, რომ სამომავლოდ გარკვეული სახის გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. შეკითხვა აუცილებლად ქართული შრიფტით და კარგად უნდა იყოს ფორმირებული. გარდა ამისა, აუცილებლად მიუთითეთ მასში თქვენი ზუსტი მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ზუსტი საათი, ქალაქი სადაც დაიბადეთ და სქესი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეკითხვა საიტის ადმინისტრაციის მიერ ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას და გთავაზობთ რიგით პირველ აქტიურ თემაზე დასმული შეკითხვების პასუხებს: გამარჯობა, მაინტერესებს დაოჯახების თემა. ვარ 26 წლის. დავიბადე 1987 წლის 1 ივნისს შუადღის სამის ოც წუთზე. მდიდარი არ ვარ თაყვანისმცემლებით, არც შეყვარებულებით:) უბრალოდ მაინტერესებს, როდის არის მოსალოდნელი შევხვდე ჩემს მეორე ნახევარს და როდის შევქმნი ოჯავს. თუ შეიძლება მომიყევით რა მელის ამ სფეროში.
მადლობა წინასწარ

პასუხი
ფიქრია, თუკი დაბადების საათი ზუსტია, თქვენი რუკა ორი ქორწინების დიდ ალბათობას აჩვენებს. უფრო მეტიც, შესაძლოა იყოს განქორწინებაც. მეუღლე შესაძლოა თქვენი ოჯახის ახლობელი, ან ოჯახთან დაახლოვებული პირი აღმოჩნდეს. შესაძლებელია, იგი ძალიან ჰგავდეს თქვენს რომელიმე მშობელს (უფრო მამას) ხასიათით, ვიზუალურად ან პროფესიული საქმიანობით. მინდა ასევე გითხრათ, რომ რუკის მიხედვით ძალიან დიდი ალბათობა არსებობს ემიგრაციის.


Nini

დავიბადე 1983 წლის 3 დეკემბერს თბილისში 18;30 სთ-ზე. ერთხელ უკვე ვიყავი ქორწინებაში. მაინტერესებს კიდე თუ გავთხოვდები… წინასწარ გმადლობ.

პასუხი
ნინი ჩემო კარგო, შენი რუკა მართლაც აჩვენებს ორი ქორწინების ალბათობას. მეორე ქორწინება აუცილებლად გექნება ადამიანზე, რომელიც შესაძლოა იყოს ხელოვანი ან თავად თქვენი ნაცნობობა შედგება რაიმე სახის გასართობ ღონისძიებაზე. ოჯახს დაუგეგმავად, შეიძლება ითქვას სპონტანურად შექმნით.

Vivieur
დავიბადე 1993 წლის 30 აგვისტოს თბილისში. გამთენიისას. დილის 08:15–ზე მამრი ვარ

პასუხი
ჩემო კარგო, შენი რუკა ორი ქორწინების ალბათობას მიუთითებს. პრობლემა არის ის, რომ ზედმეტად ბევრს გასცემ პირად ურთიერთობაში, რაც შესაძლოა არ დაგიფასდეს პარტნიორის მხრიდან. გირჩევ დაოჯახებას 27-29 წლამდე ნუ იჩქარებ. მეუღლე შეიძლება იყოს ხელოვანი (მომღერალი, მუსიკოსი).

morielimorieli
1980 წლის 8 ნოემბერი დილის 11–ს რომ აკლია 15 წუთი, როდის გავთხოვდები და ვინ იქნება ჩემი ქმარი?

პასუხი
ჩემო კარგო, მინდა გითხრა, რომ მარტივი ხასიათი ნამდვილად არ გაქვს, თუმცა, შენი რუკა აჩვენებს გვიანი ქორწინების შანსს, ადამიანზე, რომელიც იქნება თანამდებობის პირი ან ასაკით ბევრად უფროსი შენზე. ეს ქორწინება მოგიტანს ფინანსურ კეთილდღეობას, საკმაოდ მაღალ სოციალურ სტატუსს და ზოგადად, კომფორტულ ცხოვრებას. თუმცა, არსებობს გარკვეული რისკი იმის, რომ ამ ქორწინების გამო მოგიხდეს რაიმე სახის სასამართლო დავაში მონაწილეობა.

allure
გამარჯობა დავიბადე 1987 წლის 3 აგვისტოს დილით 6:50-ზე საათი თბილისში მადლობა ნინო

პასუხი
ნინო, ჩემო კარგო, შენი რუკა აჩვენებს იმას, რომ წესით ერთი ქორწინება უნდა გქონდეს დაახლოებით 30 წლამდე, თუმცა თავად ქორწინების სიმყარე ცოტა ეჭვქვეშ დგას, იმიტომ რომ მიდრეკილება გაქვს თავად ექსტრიმისკენ. ხშირად ხელოვნურად ქმნი პრობლემებს ურთიერთობაში, იმიტომ რომ მძაფრი ემოციები გესაჭიროება. ამასთან ერთად, ეჭვი გეპარება საკუთარ ქალურობაში და მომხიბვლელობაში. პლუს ამას უზომოდ ამაყი და თავმოყვარე ხარ, რაც ართულებს საპირისპირო სქესთან ურთიერთობის საკითხს. გიჭირს დათმობაზე წასვლა და საკუთარი შეცდომების აღიარება. შენი ქორწინება შეიძლება ბევრი “დაშორება-შერიგებებით” იყოს სავსე. ამისკენ შენ ქვეცნობიერად მიილტვი და შესაბამისად იზიდავ კიდეც ადექვატურ პარტნიორებს – ცოტა დიქტატორული ტიპის, არაპროგნოზირებად და რთული ხასიათის ინდივიდებს.

ano
დავიბადე 1986 წლის 5 მარტს,დილის 5 საათზე.მითხარით რა რაიმე

პასუხი
ანო, რუკის მიხედვით ქორწინება ერთი უნდა გქონდეს, თუმცა გარკვეული პრობლემების თანხლებით. შესაძლოა, ეს იყოს კავშირი არცთუ სავსებით თავისუფალ (იმ პერიოდში დაოჯახებულ ადამიანთან), რომელიც თქვენ გამო მიატოვებს ოჯახს. ერთი სიტყვით შესაძლოა, ბევრი ემოცია ახლდეს თან თქვენს კავშირს. თუმცა ეს ქორწინება სიმდიდრესა და მატერიალურ წინსვლას მოგიტანთ. მინდა გაგაფრთხილოთ ასევე იმის შესახებ, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ ორსულობის პერიოდში.

maria63
ნახევარი საუკუნე შევასრულე:)) მიუხედავად ამისა ფარ–ხმალს არ ვყრი. მაინტერესებს რა მელის მომავალში, დამენგრა 23–წლიანი ოჯახი. თუ მაქვს შანსი კიდევ შევქმნა.:) ვარ 1963 16/11 დაბადებული დილის 7.30 წუთზე.

პასუხი
ქალბატონო მარია, მართლაც საკმაოდ რთული რუკა გაქვთ. რთული და მოულოდნელი მოვლენებით სავსე ცხოვრება უნდა გქონოდათ. ბევრი ფატალური ისტორიებით და დანაკარგებით. პრობლემა არის ის, რომ გარკვეული ეგოიზმიც გაქვთ ხასიათში, თქვენი თავი შეიძლება ითქვას რომ სუბიექტურად და ძალიან გიყვართ. თუ მეუღლე სპორსტმენი ან სამხედრო სფეროს წარმომადგენელი არ იყო, მიზეზი ოჯახის დანგრევისა თქვენს ხასიათში იქნება მოსაძებნი. გარდა ამისა, თქვენი მისია არის გქონდეთ ოჯახი და იზრუნოთ მის შენარჩუნებაზე, სტაბილურობასა და მთლიანობაზე. თუმცა, მოვლენები და ხშირად თავად თქვენი ხასიათი დიდ დარტყმას აყენებს ამ თქვენს ამქვეყნიურ მისიას. უნდა ისწავლოთ “ემსახუროთ” თქვენს ოჯახს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ქორწინება (რომლის ალბათობაც არსებობს უფრო “სამოქალაქო ქორწინების” სახით) შესაძლოა დაგენგრეთ. აუცილებელია, მეტი ლოიალურობა მეორე ნახევრის მიმართ! აქტიური პირველი-მეათე-მერვე სახლი თქვენს რუკაზე, მაჩვენებს იმას რომ ძალიან თავმოყვარე, ამბიციური, გარკვეულწილად ფეთქებადი და უზომოდ ჯიუტი ადამიანი უნდა იყოთ. იმუშავეთ ამ თვისებების “შესარბილებლად” და თუ ამას შესძლებთ, თანდაყოლილი ოპტიმიზმი, სიცოცხლისუნარიანობა და საკმაოდ კარგი იღბალი აუცილებლად მოგცემთ შანსს, მეორეჯერაც შექმნათ ოჯახი. გისურვებთ წარმატებას!

guminho
მდედრობითი, 1992 წლის 1 ნოემბერი, 18:15. წინასწარ გმადლობთ

პასუხი
თუკი დაბადების საათი აბსოლუტურად ზუსტია, თქვენი რუკა, დიდი ალბათობით ერთ ქორწინებას აჩვენებს. თუმცა, შესაძლოა იყოს თავად ქორწინების პერიოდში გარკვეული პრობლემები. მეუღლე სავარაუდოდ უახლოესი გარემოცვის ადამიანი იქნება. საერთო მეგობრის მეგობარი, ნათესავის ან მეზობლის მეგობარი.

shad0
გამარჯობა. მაინტერესებს დაოჯახების შესახებ. დავიბადე 1984 წლის 5 იანვარს, შუაღამეს, პირველის 15 წუთზე. გოგო.

პასუხი
ჩემო კარგო, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ კითხვას საზღვარგარეთ მყოფი გვიგზავნიდე. თუ ეს ასე არ არის, აუცილებლად გელის სამშობლოსგან მოშორებით ხანგრძლივი დროით ცხოვრება. ეს ტიპური ემიგრანტის რუკაა. უფრო მეტიც, საზღვარგარეთ გაცილებით უკეთ რეალიზდებით პროფესიული კუთხით. რაც შეეხება ქორწინებას, არის ორი ქორწინების ძალიან დიდი ალბათობა და შანსი. მეუღლე უახლოესი გარემოცვის ადამიანი იქნება, დის ან ძმის მეგობარი. თანამშრომლის ნათესავი, საერთო მეგობრისგან გაცნობილი და ა.შ.

Comments

comments