“ასეთი დაუცველი ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ” – რა შეემთხვა განო მელითაურს

819
SHARE

განო მელიათაური სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისა და ძალადობის შესახებ წერს. ინციდენტი მას სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” შეემთხვა.
“იძებნება – Toyota camry WW 028 – ამ მანქანით მყოფში ორი შუახნის, 40 წლამდე არ მისული ბიჭი. იძებნება სასწრაფოდ. ერთს აქვს ლურჯი თვალები და არის მაღალი! მეორე არ მახსოვს, რადგან საშინლად დასტრესილი და შეშინებული ვარ! ან ცოლები არ გყავთ ან შვილები ან დედები და მამები?!!!!!
სამარცხვინო ქვეყანა გავხდით. შუა ქუჩაში სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებენ დღისით, მზისით და ნულია გარშემომყოფთა მხარდაჭერა.
18-20 ბიჭი დგას, მზესუმზირას იფურთხებიან და სიცილს იკავებენ, როცა ორი უზრდელი ჯერ მანქანას არ მაჩერებინებს სადგომზე და მერე დედას მაგინებს ყველა ბრუნვაში და მეჭიმება!!!!!!! სად გაქრა კაცობა, ადამიანობა, სოლიდარობა, ზრდილობა?!!!!!
კარგად დაიმახსოვრეთ და მომაძებნინეთ ეს არაკაცები! სახელებს და გვარებს ვერ ვიგებ! ერთი, რაც გაირკვა, არიან “თანამშრომლები”!
მოვითხოვ, სახალხოდ, იგივე ადგილას მომიხადონ ბოდიში!
ასეთი დაუცველი ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ!.. ქუჩის ძაღლს არ დაველაპარაკები ასე, რომელიც საკბენად გამოიწევს. ამდენი დამცირება პირველად მივიღე! და რადგან მითხრეს, არიან უწების თანამშრომლები, აღარ ვიცი აქვს თუ არა აზრი მივმართო პოლიციას. იდენტიფიცირება რომ მოვითხოვე, მასხრად ამიგდეს.
ესა ჩვენი ნაქები შსს? ეს არის ნაქები პოლიცია? მყავს სამი შვილი და ამ ნაძირლების არ მეშინია! ისეთი ცივსისხლიანები იყვნენ, არ გამიკვირდება სახლთან დამხვდენენ ჩუმად, ასე რომ, იცოდეთ, თუ რამე შემემთხვევა, ამ მანქანას უნდა მიაკითხოთ.
პოსტს არ სჭირდება მოწონება, სჭირდება გაზიარება, რომ მალე ვიპოვო მოძალადე არაკაცები და თვალებში ჩავხედო”- წერს განო მელითაური.

FB კომენტარები

კომენტარი