“არ შეიძლება, ძალით მოიპოვო ის, რისი დროც ჯერ არ დამდგარა” – 15 ყველაზე საინტერესო ციტატა რომანიდან “ზაჰირი”

153
SHARE

“კვირა პლუსი” გთავაზობთ ბრაზილიელი მწერლის, პაოლო კოელიოს ცნობილი რომანიდან “ზაჰირი” ყველაზე საინტერესო ამონარიდებს.
1. ადამიანურ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარია. ამ ხალხმა არც საუბარი იცის და არც მოსმენა. დადიან თეატრსა და კინოში, უყურებენ ტელევიზორს, უსმენენ რადიოს, კითხულობენ წიგნებს, მაგრამ არ საუბრობენ. თუ სამყაროს შეცვლა გვინდა, იმ ეპოქაში მოგვიწევს დაბრუნება, სადაც კოცონის გარშემო შეკრებილებს ისტორიების მოყოლა შეეძლოთ.
2. ყოველთვის უნდა იცოდე, როდის ჩაიქნიო ხელი, როდის დაასრულო რაღაც პერიოდი, როდის მოხურო კარი. თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევ „დასასრულს“. მთავარია, ერთ მშვენიერ დღეს, ცხოვრების უკვე დამთავრებული ეპიზოდები წარსულში დატოვო.
3. არ შეიძლება, ძალით მოიპოვო ის, რისი დროც ჯერ არ დამდგარა.
4. მშფოთვარე დღეების ბოლოს, ქუჩებში ხეტიალზე უკეთესი არაფერია ამქვეყნად. თანაც, როცა არავისთვის არაფერი გაქვს სათქმელი, თუ ასახსნელი. მიდი! იხეტიალე ძველი, თვალებზე ჩამოფხატული ქუდითა და დატკბი ბუნების მშვენიერებით.
5. მარტოობაზე უფრო აუტანელი ის არის, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც რატომღაც ჰგონია, რომ შენთვის აღარაფერს ნიშნავს.
6. ვისთანაც დღეს ვართ, იმ ადამიანთან ყოფნა ნამდვილად გვინდა, თუ მხოლოდ იმიტომ ვუნაწილებთ საკუთარ ცხოვრებას, რომ წესები გვაიძულებს?!
7. საკუთარ სატანჯველთან არავინ რჩება მარტო – ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც მასზე მეტად ფიქრობს, უხარია, ან სულაც, განიცდის. სწორედ ეს გვაძლევს ძალას, წინ აღვუდგეთ ნებისმიერ თავსდატეხილ უსიამოვნებას.
8. როცა ადამიანები პრობლემას პირისპირ ეჯახებიან, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ იმაზე კარგად შეუძლიათ მისი გადაწყვეტა, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ.
9. უბრალოდ, სხვა ქმრებივით, შენს ცხოვრებაშიც დადგა დრო, როცა ცოლი უძრავ-მოძრავი ქონებისა და საოჯახო ნივთების ნაწილად აქციე.
10. მიყვარხარ, გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად.
11. როცა ხალხი გაქებს, საკუთარ მოქმედებებს მეტი ანგარიში უნდა გაუწიო.
12. ტაძარი მე ვარ და არა მარტო მე. თითოეული ჩვენგანი ტაძარია. ვიზრდებით, ვიცვლით ფორმას, პირისპირ ვეჩეხებით საკუთარ სისუსტეებს, რომლებსაც აუცილებლად ვიღაც შეგვისწორებს. გვიჭირს საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, წინ მივდივართ და თავაწეულები ვცდილობთ, არ შევცდეთ.
13. წესით, ყველა მონაწილე უნდა იყოს იმ კაცის მწუხარებისა, ვისი სულიდანაც სიყვარული სისხლად იღვრება, მაგრამ ვითომც არაფერი, ისევ იღიმებიან, ისევ ჩაძირულები არიან თავიანთ პაწაწინა, უბადრუკ ცხოვრებაში, სადაც მხოლოდ კვირის ბოლო დღეებში ახერხებენ არსებობას.
14. თავისუფალი! თავისუფალი იმისთვის, რომ საშინლად მარტო ვიყო.
15. მწერლობა ყველაზე მარტოსული პროფესიაა.

FB კომენტარები

კომენტარი