“არ ღირს ფინანსური ოპერაციების ჩატარება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება” – მიხეილ ცაგარელის რჩევები

535
SHARE

4 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “ფორტუნასთან” საუბრობს:

“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 05:19-დან 20:17 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებელად და ძველი ტრადიციების აღსადგენად, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების გასამართად. არ ღირს ფინანსური ოპერაციების ჩატარება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ფარისებრ ჯირკვალს. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, თუმცა არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვა.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე და ყავისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და აგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და მერწყულისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ კუროს და კირჩხიბს”, – აცხადებს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი