„არ ღირს გარისკვა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება“ – რჩევები მიხეილ ცაგარელისგან

594
SHARE

10 დეკემბრის რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის მიხეილ ცაგარელისგან – აღნიშნულის შესახებ ასტროლოგმა “fortuna.ge”–სთან ისაუბრა:

“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 05:13-დან 20:48 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

დაეხმარეთ პარტნიორებს და მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი ადამიანების გასაცნობად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, გასართობი და კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად, უძრავი ქონების და სამშენებლო მასალის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად. არ ღირს გარისკვა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით, რძის და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით ყელს და ენდოკრინულ სისტემას. კარგი დღეა სტომატოლოგთან ვიზიტისა და კბილების სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარგალიტი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს და მერწყულს”, – გვირჩევს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი