“არ ვიცი, არის თუ არა ეს ბუნების შურისძიება, თუმცა ეს ნამდვილად არის ბუნების პასუხი” – რომის პაპი კორონავირუსზე

168
SHARE

რომის პაპმა კორონავირუსის შესახებ ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, პანდემია ბუნების პასუხია ეკოლოგიურ კრიზისზე, თუ როგორ აიგნორებენ ადამიანები ამ პრობლემას.

„არ გვქონდა რეაგირება მომხდარ კატასტროფებზე. ახლა აღარავინ საუბრობს ავსტრალიის ხანძრებზე და ისიც არ ახსოვთ, რომ 18 თვის წინ ჩრდილოეთ პოლუსის ნავით გადაცურვა იყო შესაძლებელი, რადგან ყინულის საფარი გადნა. არავინ საუბრობს წყალდიდობებზე.
მე არ ვიცი, არის თუ არა ეს ბუნების შურისძიება, თუმცა ეს ნამდვილად არის ბუნების პასუხი“, – აღნიშნა პაპმა.

FB კომენტარები

კომენტარი