„არ გიშველით არც ჩემი ცხვირის და ტუჩის ზომა იმაში, რომ ადამიანებს დაემსგავსოთ“

605
SHARE

20 წლის მოდელი მარიამ ხორგუაშვილი ფეისბუქის საშუალებით საზოგადეობის იმ ნაწილს პასუხობს, რომელთაც მისი სილამაზის ბუნებრივობაში ეჭვი შეეპარათ.

“არასდროს არ დამიწერია ამდაგვარი არაფერი და ეხლა რაღაც მომინდა რომ მართლაც საერთოდ ამ ბოღმისგან გამწარებულ ადამიანებს ცხოვრებაში ისეთი ვუსურვო, რომ ჩემზე მეტი სადარდებელი არ ჰქონდეთ არასდროს და თუ მე რაღაც ცხვირი ისე გამომიჩნდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ამან გაგახარათ, თქვენთვის კეხიც მექნება. არ გიშველით არც ჩემი ცხვირის და ტუჩის ზომა იმაში, რომ ადამიანებს დაემსგავსოთ. მადლობა იმათ, ვინც უამრავი კარგი სიტყვები მოგვწერეს და გვისურვეს მე და ლაშას”, – წერს მარიამ ხორგუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მარიამ ხორგუაშვილი და 23 წლის ლაშა კალანდაძე საზოგადეობამ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით გაიცნო.

FB კომენტარები

კომენტარი