არ გამიზრდია შვილი ისე, დანები ატრიალოს – კობა კობალაძე

1475
SHARE

დეპუტატი კობა კობალაძე 24 ივნისს საბურთალოზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ სადაც მისი შვილი ფიგურირებდა ტელეკომპანია “ფორმულასთან” კომენტარს აკეთებს.

„აქვს ინტერესი კონკრეტულად გამოძიებას ალბათ მასთან და შესაბამისად, ჩატარდება ის პროცედურები, რაც უნდა ჩატარდეს და ამისდა მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. სრულწლოვანია, გათავისებული აქვს ყველაფერი. არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს.
ის არის ჯანმრთელი ბავშვი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ჩემთვის უმთავრესი ის არის, რომ პრინციპში, არ არის მსხვერპლი. გამოჩნდება ყველაფერი და დამნაშავე პასუხს აგებს“, – განაცხადა   კობალაძემ.

შეგახსენებთ რომ 24 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 წლის გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
ერთ-ერთი დაკავებული, 2000 წელს დაბადებული გ.კ. „ქართული ოცნების“ დეპუტატის კობა კობალაძის შვილია.
ცნობილია, რომ კობა კობალაძის შვილი პოლიციას თავად ჩაბარდა და ის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში მამასთან ერთად მივიდა.

FB კომენტარები

კომენტარი