„არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“ – ინგა სიორიძე თავის გათხოვებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

500
SHARE

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროდიუსერი, ორგანიზაცია ,,ქართული გვარები”-ის პრეზიდენტი ინგა სიორიძე თხოვდება. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია „კვირას+”-სთან მან არც დაადასტურა და არც უარყო.

„არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. ჯერ არაფერი არ მაქვს დაგეგმილი და თუ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, აუცილებლად მოგცემ ექსკლუზივს“, -განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, ინგა სიორიძე გორის ,,რეგიონ ფეშენ ვიქის” ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მოდის კვირეულმა ხმაურით ჩაიარა.  ,,რეგიონ ფეშენ ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან POSTV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო გამოიძახეს. მოდის კვირეულის მეორე ორგანიზატორმა, ინგა სიორიძემ საღამოს ჩაშლაში POSTV დაადანაშაულა.

FB კომენტარები

კომენტარი