არქიმანდრიტი ანთიმოზი პრეზიდენტს კითხვით მიმართავს – რას ნიშნავს მდიდარი სექსი?

231
SHARE

 

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ფარულ კადრებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ანთიმოზ ბიჩინაშვილი შესაბამის სტატუსს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
“ღია წერილი ”პრეზიდენტ” გიორგი მარგველაშვილს! დიდმარხვის პირველი კვირაა. რა განცხადებებს აკეთებთ? თურმე ყველანაირი სექსი გაქვთ?! სხვანაირად შეიძლება ამ უმსგავსობის მხარდაჭერა. პირველ რიგში, ამხილეთ “ნაციონალური მოძრაობა“, ვინც შექმნა ეს სიბინძურის მანქანა. თქვენ ვისი, ან რისი პრეზიდენტი ხართ? გეკითხებით, რას ნიშნავს მდიდარი სექსი? არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)“, – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა. განცხადების ერთ ნაწილში პრეზიდენტი ამბობს, რომ მას აქვს და ჰქონია ძალიან მდიდრული სექსუალური ცხოვრება.
“პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროებით ემუქრებიან – მე თქვენს გვერდით ვდგავარ და მუდამ დაგიცავთ. მუდამ სოლიდარული ვიქნები. ამის პასუხად შემიძლია ღიად ვთქვა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება სამარცხვინო არაა. მე პირადად მაქვს და მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და ამ თემას და თქვენ ყოველთვის დაგიცავთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

FB კომენტარები

კომენტარი